ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დავით მუჯირი: გვსურს, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს...

AutoSharing Option
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და
გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ