ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

რამდენი ადგილით წაიწევს წინ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო მატჩი გამართა - 2 სექტემბერს თბილისში ირლანდიას 1:1 დაუზავდა, ხოლო 5-ში ამავე ანგარიშით ეთამაშა ავსტრიას - 1:1.

"ფიფა-კოკა კოლას" ახალი რეიტინგი 13 სექტემბერს გამოქვეყნდება, თუმცა საქართველოს ახალი მდგომარეობის ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელია.

საქართველოს ნაკრებს 290 ქულა ჰქონდა და 112-ე პოზიციაზე იყო. ორი ფრის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი 327 ქულით 104-ე პოზიციაზე იქნება, ანუ რვა საფეხურით წინ წაიწევს.

ირლანდიის ნაკრები 33-ე პოზიციაზე (-4) იქნება, ხოლო ავსტრია - 57-ეზე (მინუს 20 პოზიცია!).

სხვათა შორის,
რეიტინგში ლიდერიც შეიცვლება - ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჩაანაცვლებს, ხოლო პორტუგალიის ნაკრები სამეულიდან არგენტინას გამოაძევებს.





ასევე დაგაინტერესებთ