ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი: მოპოვებული ერთი ქულით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას ჟურნალისტების კითხვებს პასუხები გასცა.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩი კარგად დავიწყეთ, კომბინაციურად ვთამაშობდით, ვუტევდით, ზონებსაც ვკეტავდით. თავდაპირველად, მოვახერხეთ გაგვენეიტრალებინა არნაუტოვიჩი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია და რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ავსტრიის ნაკრების თამაში...

გაშვებული გოლის შემდეგ, ავსტრია უპირატესობას დაეუფლა და გაგვიჭირდა მათი შეტევების მოგერიება. მეტოქის საყრდენებისს პრესინგი აუცილებელი იყო და ამსითვის ღრმად ჩავდიოდით ავსტრიელების ნახევარზე, თუმცა, რიგ ეპიზოდებში, ამისთვის
ძალა არ გვყოფნიდა და ხან გვიმართლებდა, ხან არა.

ავსტრია უმაღლესი დონის გუნდია და ბუნებრივია, მომენტებიც ჰქონდა. კაკაბაძემ სუპერ თამაში ჩაატარა, მაგრამ არნაუტოვიჩმაც საოცრად ითამაშა.

შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალეთ, ორ საყრდენზე გადავედით და ჯანოსაც შევუცვალეთ პოზიცია. ამის შემდეგ, უფრო გაგვიადვილდა თამაში. ჯაბა კანკავასაც თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ავსტრია კარგი გუნდია და ჰყავს კარგი მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოპოვებული ერთი ქულით კი კმაყოფილი ვარ.

- თამაშამდე ავსტრიელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ამ შეხვედრას მწვრთნელისთვის ითამაშებდნენ... მართლაც ასე იყო?
- დიახ, ეტყობოდათ, რომ გუნდის თავკაცისთვის მართლაც ბოლომდე იბრძოდნენ. თამაშის წინ, კოლერ მეც ვუსურვე წარმატება, მაგრამ... ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ჯგუფში, სერბეთის შემდეგ, რომელმაც დღეს ირლანდიას მოუგო, სწორედ ავსტრიაა ყველაზე ძლიერი გუნდი.

- გუშინ თქვით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. დათანხმდით თუ არა?
- მე აქ ვარ და პატივს ვცემ წინადადებას, რომელიც მივიღე, პატივს ვცემ ლევან კობიაშვილს და ფედერაციის ყველა თანამშრომელს, მაგრამ კიდევ ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ....

- ჯერ-ჯერობით, ამ შესარჩევ ციკლში მოგება არ გვაქვს... დარჩენილ მატჩებში მაინც უნდა ველოდოთ?
- წინ კიდევ ორი თამაშია და ვეცდებით, შესარჩევი ციკლი მოუგებლად არ დავამთავროთ. რთული იქნება, მაგრამ შეევეცდებით.

რატი შელეგია ავსტრიიდან სპეციალურად Sportall.ge-სთვის
ასევე დაგაინტერესებთ