საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ავსტრიაში ქულა მოიპოვა

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო D ჯგუფში VIII ტურის მატჩი სტუმრად ავსტრიის ნაკრებთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.

ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ანგარიში უკვე მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია.

გოლის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უკან დიდი ძალებით დაიხია, მასპინძლებს კი გათანაბრების შანსი არაერთხელ მიეცათ. ერთხელ კარის ხარიხამ გვიხსნა, რამდენიმეჯერ - გიორგი მაკარიძემ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გატანა ლუის შაუბმა

(43) მაინც შეძლო.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა. მოპოვებული ქულის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდს 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას ვაისის გუნდი 6 ოქტომბერს თბილისში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, გვილია (69, მერებაშვილი), ანანიძე, ყაზაიშვილი (90+2, ხოჭოლავა), ქვილითაია (88, დვალიშვილი).

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებს, სერბეთმა სტუმრად ირლანდიას მინიმალური ანგარიშით მოუგო (1:0), ხოლო უელსმა მოლდოვაში გაიმარჯვა - 2:0.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კონსტიტუცია რომ შეცვალოთ და დვალიშვილს აუკრძალონ თამაში ნაკრებში არააააა? ვინ ყავს ასეთი პატრონი რომ ნაკრებში იძახებენ?
roma
16:29 06-09-2017
0
დვალიშვილი მოსახელეა მისი აბა სხვა რისთვის უნდა ათამაშოს.
0

სიახლეები პოპულარული