ირლანდიასთან ფრემ საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში 7 ადგილი შემატა

AutoSharing Option
ირლანდიასთან 1:1 დასრულებულ მატჩამდე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 112-ე ადგილზე იყო 290 ქულით. ირლანდიასთან ფრე ჩვენს გუნდს ქულათა მარაგს 307-მდე გაუზრდის.

მიმდინარე რეიტინგში (რომელსაც ფიფა არ აქვეყნებს, თუმცა რამდენიმე საიტი არაოფიციალურად აწარმოებს კალკულაციას) საქართველოს ნაკრები 105-ე ადგილზეა. ავსტრიასთან გამარჯვება გუნდს 401 ქულამდე გაუზრდის ქულათა მარაგს.

სხვათა შორის, ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო, მუნდიალის საკვალიფიკაციო ბატალიების დასრულების შემდეგ რეიტინგ-სისტემა შეცვალოს. მიზეზი კი ისაა, რომ ზოგიერთი ქვეყანა იმით ზარალდება, რომ ბევრ ამხანაგურ მატჩს თამაშობს.

სწორედ ამის გამო ინგლისის ნაკრები (ახლა რეიტინგით მე-13 ადგილზეა) კვლავ
ვერ მოხვდება მოწინავე კალათში. წინა მუნდიალზე ინგლისის ნაკრები განუთესაობის გამო "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა და ურუგვაის, იტალიის, კოსტა რიკის კომპანიაში ჯგუფში ჩარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული