ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მუნდიალის მორიგ შესარჩევ მატჩს გამართავს - ვენაში ავსტრიის ნაკრებს ესტუმრება.

როგორც skysportaustria.at იუწყება, ეს თამაში შესაძლოა უკანასკნელი გამოდგეს ავსტრიელთა თავკაც მარსელ კოლერისთვის.

უელსიდან შინ დაბრუნებულმა ავსტრიის საფეხბურთო კავშირის შეფმა ლეო ვინდტნერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამშაბათის თამაშის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრებმა ბოლო რეალური შანსი უელსთან მატჩის 0:1 წაგებით დაკარგა და ახლა მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

"ამ წუთისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ველოდებით სამშაბათის მატჩს. ამის შემდეგ დავეკონტაქტებით კოლერს, რადგან არ
ვიცით, რა გეგმები აქვს მას", - განაცხადა ვინდტნერმა.

კოლერის კონტრაქტი ისედაც სრულდება. თუკი ის გუნდს მუნდიალზე ვერ გაიყვანს, მწვრთნელი 2018 წლის დასაწყისიდან აღარ იქნება გუნდის თავკაცი, თუმცა, თუ ავსტრიულ მედიას დავუჯერებთ, ოქტომბერში გუნდს ახალი თავკაცი ეყოლება, შესაძლოა, საქართველოსთან მოგების შემთხვევაშიც კი.
ასევე დაგაინტერესებთ