საქართველოს ნაკრებს ნიკა კაჭარავა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება.

ეროვნულ გუნდს ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი უკვე შეუერთდა. ფეხბურთელი დღევანდელ სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა: ნიკა კაჭარავა ვირუსის გამო უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს პირველ სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

გაგაცნობთ საქართველოს და ირლანდიის ნაკრებთა ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების განრიგს:

1-ლი სექტემბერი - "დინამო არენა"

17:30 - ირლანდიის
ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 - ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

19:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დვალიშვილს დააყენებს ისევ და მგონი ჯობია ავიღო ირლანდიის 2 :დდ
ვაი
12:56 31-08-2017
0
აქაც არაფრის მაქნისია ჭანტურია ყველას უკავია კარი ეს ბრექი კი მოსეირნობს/. არ ვიცი რა ასეთი აგრესია მქონდეს ვინმეზე იშვიათია მძულს ასეთი პიროვნებები
ჯიქია
11:39 31-08-2017
0

სიახლეები პოპულარული