არაბიძის დამატებით ნეიმარის გუნდია დაინტერესებული - საქმეში კიდევ 11 სხვა კლუბია

AutoSharing Option
Sportall-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი არაბიძის დამატებით სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდია დაინტერესებული.

როგორც შევიტყვეთ, ინტერესი ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებიდანაა, არის უკრაინის და სხვა ქვეყნების ვარიანტიც.

საუდის არაბეთის გუნდებთან საუბარი დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს და ამ ქვეყნიდან არაბიძის თამაშის საყურებლად ბათუმის "დინამოსთან" მატჩზეც იყვნენ ჩამოსულნი.

ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატებითაა დაინტერესებული "ალ ჰილალია", სადაც ნეიმარი და არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ტორპედოს" გუნდის ლიდერის გაშვება არ სურს, თავად ფეხბურთელს კი წასვლა უნდა, სატრანსფერო თანხად კი
დაახლოებით 2 მილიონი ევრო სახელდება.

ქუთაისელელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. "ტორპედოს" მიზანია ზორან მარუშიჩის და უსმან კამარას (ორივე თბილისის "დინამო"),  და გორის "დილას" წევრის ალეფ სანტოსისა დამატება, თუმცა სტივ კინის გუნდის რიგებს დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს.

alt"რატომ არ არის არაბიძე ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომაც არა, თან გვარიც უწყობს ხელს)
დავით 67
02:46 03-01-2024
0
ფეხბურთელს რომ წასვლა უნდა ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოლიტიკის შედეგია, რაც არ უნდა საუკეთესო იყო შენს პოზიციაზე, მონღოლეთთან და უზბეკეთთან თამაშის ღირსიც კი არ ხარ. ამიტომ არის რომ გარბიან ფეხბურთელები, ახლოდან ვერ ამჩნევენ ზემოდან.
ქუთაისელი
14:32 13-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული