CRYSTALBET ELIGA AWARDS 2023 | ნომინანტები და გამარჯვებულები

AutoSharing Option
დღეს სასტუმრო გრანდ "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოებაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მიიღეს.

ნომინაციებში გამარჯვებულები

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო (დინამო ბათუმი)

სეზონის საუკეთესო გოლი: ცოტნე ფაცაცია (დინამო ბათუმი 3:0 თელავი)

სეზონის საუკეთესო ბომბარდირები: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი - 17 გოლი), ზორან მარუშიჩი (დინამო
თბილისი - 17 გოლი), ზურაბ მუსელიანი (გაგრა - 17 გოლი)

საუკეთესო მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე (ტორპედო)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო)

ნახევარმცველები: მერაბ გიგაური (ტორპედო), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი), გიორგი არაბიძე (ტორპედო)

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (დინამო ბათუმი), ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი), დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი)

წყარო: erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი რა - ვფიქრობ არაბიძე დღეს საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელია, რა ფლამარიონი, ღადაობთ? მაგრამ ბათუმი და თბილისი ხომ უნდა აქოთ და ადიდოთ? თუნდაც სტივ კინი რატომ დატოვეთ პრიზის გარეშე, გუნდი ცხრილის შუაში იყო რომ მოვიდა და ევროთასებზე გაიყვანა. რავიცი სადაა თქვენი ლოგიკა და ფეხბურთის ცოდნა,
bebe
11:25 05-12-2023
1
საუკეთესო მცველი კობახიძე????? რავი ალბად ჩვენ სხვა ფეხბურთს ვუყურებთ. და ქუთაისის მცველი გოგლიჩიძე საუკეთესოდ კი არა საერთოდ სიმბოლურშიც არ შეიყვანეს:( ნამეტანი სირცხვილია უკვე
kesha
08:57 05-12-2023
1

სიახლეები პოპულარული