ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში

AutoSharing Option
"სამგურალი" რუსეთიდან კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. ამ ქვეყნის მოქალაქე, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე, რომელიც მოსკოვის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა და ბოლოს მთავარ გუნდში დააწინაურეს, წყალტუბოელთა რიგებში ითამაშებს.

გიორგი "ხიმკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ტულის "არსენალშიც" თამაშობდა. სულაქველიძე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

წყალტუბოელთა ღირსებას 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკიც დაიცავს, რომელიც ბოლოს ბულგარეთის "სპარტაკ ვარნაში" გამოდიოდა.

გიორგი ჭელიძის "სამგურალი" 22 ივლისს "გაგრას" თასზე შეხვდება, 5 აგვისტოს კი ეროვნული ლიგის ეგიდით ესტუმრება.

altორივე "დინამომ" მოიგო; "საბურთალომ" "სამგურალი" შეაჩერა, "დილამ" "გაგრას" აჯობა

alt"სამგურალი"

იაპონელი ნახევარმცველით გაძლიერდა