ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლაზარე კუპატაძე შესაძლოა, ეროვნული ლიგის კიდევ ერთ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
Facebook-ზე სპორტული გვერდის, 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, გორის "დილას" საქართველოს ნაკრების მეკარის, ლაზარე კუპატაძის დამატება სურს.

ეროვნული ლიგის ბრინჯაოსმედალოსანმა გუნდმა გამოცდილ კარის დარაჯს წინადადებით უკვე მიმართა და მოლაპარაკებებიც უკვე დაწყებულია...

შეგახსენებთ, რომ კუპატაძის ბოლო გუნდი ბათუმის "დინამო" გახლდათ, რომელთანაც კონტრაქტი გასული სეზონის დასაწყისში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია...