ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის "ტორპედომ" განცხადება გაავრცელა:

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში."

დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, "ტორპედო" გორის "დილას" ესტუმრება. წინა შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ცეცაძის ყოფილი თანაშემწე შოთა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს უახლოეს მატჩში გუნდის ანალიტიკოსი თორნიკე შეყილაძე გაუძღვება.

alt"ტორპედოს" წაგება და სტადიონის დისკვალიფიკაცია - გუნდებსა და ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმები" - სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი

ასევე დაგაინტერესებთ