ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედომ" უკრაინული გუნდის ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველი ლევან არველაძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

არველაძემ ჩერნიჰოვის "დესნა" უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დატოვა და "ტორპედოში" 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ua-football-ი იტყობინება, რომ ლევან არველაძეს "დესნასთან" კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში დაუსრულდა, მაგრამ, ალბათ, ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდა და გუნდთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა.

ასე რომ, ის "ტორპედოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა.