ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარ საჩხერის "ჩიხურას" სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. გუნდი მომავალი შეხვედრისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება, სადაც საშინაო მატჩებს გამართავს.

Sportall.ge ინფორმაციისთვის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა.

"სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, მოედნის საფარს ცვლის ფეხბურთის ფედერაცია და რაიონის გამგეობამ უკვე არსებული პროექტი, რომელიც "ქართუ ფონდის" მიერ იყო შემუშავებული, თავის თავზე აიღო.

ამაში შედის ტრიბუნები, გადახურვა, განათება, ოღონდ არა მგონია, ეს 1 წელში მოესწროს. 1 წელში კარგი იქნება, გასახდელები და ტრიბუნა თუ მოესწრება, რომ შემდეგ სეზონში უკვე ჩვენს სტადიონზე ვითამაშოთ.

ამჟამად გუნდი სოფელ ივანწმინდაში,
თავის ბაზაზე ემზადება, სადაც საშინაო შეხვედრებსაც გამართავს", - აღნიშნა შუკაკიძემ.

Sportall.Ge