კახა ჩხეტიანი: ხელმძღვანელობა გვაიმედებს, რომ შესაძლოა 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს. გუნდს 3 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითაც 9 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

რა მდგომარეობაა ამჟამად "ტორპედოში", როგორ ემზადება კლუბი მომავალი დაპირისპირებისთვის და აპირებს თუ არა კიდევ გაძლიერებას - Sportall.ge "ტორპედოს" მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა.

- როგორ შეაფასებდით "ტორპედოს" თამაშს მიმდინარე სეზონში?
- რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის. მართალია, 3 შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ამდენივეში დავმარცხდით. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დამაკმაყოფილებელია.

- ამ გადმოსახედიდან რამდენად კმაყოფილი ხართ სატრანსფერო ფანჯარაზე "ტორპედოს" აქტიურობით?
- გუნდი
ყოველთვის უკეთესს ითხოვს, მით უმეტეს, ქუთაისის "ტორპედო". ზოგი ადრე ეწყობა გუნდს, ზოგიც გვიან.

მთავარია, ახალწვეულებმა მალე გაიგონ გუნდის მოთხოვნები. დიდი იმედი მაქვს, ისინი გუნდის სრულყოფილი წევრები გახდებიან და წარმატებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

- ლიდერ "საბურთალოს" უკვე 6 ქულით ჩამორჩებით. რა იქნება "ტორპედოს" მიზანი მიმდინარე სეზონში?
- მიზანი ჩვენთვის არ იცვლება, მით უმეტეს, შარშანდელი ჩემპიონატიდან გამომდინარე.

ნათქვამია, შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვებაო... ამიტომ ყველამ ორმაგი შრომა და ძალა უნდა გავიღოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ.

შემდეგ ტურში ლიდერ "საბურთალოს" ვეთამაშებით, რომელიც თავისი თამაშის ხარისხით ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია.  მათ ქულების უკვე დიდი რაოდენობა აქვთ მოპოვებული და ჩვენთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

შემიძლია ვთქვა, რომ ეს 6-ქულიანი თამაშია, ამიტომ განვლილ ტურებში მარცხი უნდა დავივიწყოთ. უნდა ვეცადოთ, შეცდომები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და დროა, გამარჯვებები დავიწყოთ.

- "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდმა" "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მიშიკო სარდალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მიშიკოს ამ დროისთვის  წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი და ჯერ მისი ვარჯიში არ შეიძლება. იგივე შემიძლია ვთქვა თორნიკე კაპანაძეზე, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა ვერ დაგვეხმარება.

- "ჩიხურასთან" თამაშის შემდეგ აღნიშნეთ, რომ გუნდმა სხვადასხვაგვარი ტაიმები ითამაშა. რატომ ვერ ახერხებს გუნდი ორივე ტაიმში ერთი დონის ფეხბურთის ჩვენებას?
- პირველ ტაიმში ძალიან ვჩქარობდით და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მეორე ტაიმში უფრო ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და როგორც ბურთის ფლობით, ისე მომენტებით მეტოქეს ვაჯობეთ.

- ეროვნული ლიგის დაწყებიდან 6 ტური უკვე გავიდა. თქვენი აზრით, ვინ იქნება თქვენთან ერთად ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი?
- ჩემთვის მთავარია, ჩვენ ვიყოთ სხვისთვის კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ალბათ, ჩემპიონობისთვის 5-6 გუნდი იბრძოლებს...

გამოვყოფდი "დინამოსა" და "საბურთალოს".

- როგორ ფიქრობთ, წელს ჩემპიონატის დონემ უფრო აიწია?
- როგორ გითხრათ... ჩემი აზრით, უფრო ძლიერი გუნდები არიან წელს. დაძაბული და კარგი თამაშები წინა წელსაც იყო და იმედი მაქვს, წელს უკეთესი იქნება.

ბევრი კარგი გუნდი შეიკრა, იგივე "დინამო", "საბურთალო", გორის "დილა", "რუსთავი"... დიდი იმედი მაქვს და ასე ჩანს, რომ დონემ უნდა აიწიოს.

- ბოლოს ევროთასებზე გკითხავთ. ერთი სატრანსფერო ფანჯარა კიდევ იქნება ევრთასებამდე. ხომ არ გაქვთ რაიმე მონახაზი უკვე და აპირებთ თუ არა გაძლიერებას?
- აუცილებლად, აუცილებლად გვესაჭიროება გაძლიერება. ჩვენ აქამდეც გვინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ მოხერხდა.

გუნდის ხელმძღვანელობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა 3-4 მაღალი დონის მოთამაშე დავიმატოთ, რომელიც გუნდს გააძლიერებს. 
მკითხველის კომენტარები / 11 /
Tasi aigo sxvisi mokvanili bichebit da chempionic mase gaxda..tviton korobko,kvirkvia,xurcidze,beriashvili,kuchuxidze da sxva bevri xlami moikvana..axla kide vnaxot gasadzlierebeli rom aris gundi ra selekcias ganaxorcielebs,0 ia selekciashi!
0
კი ბატონებო 3-4 მოიყვანეთ მაგრამ 7 რომ გასაშვებია ტორპედოდან!
ქუთაისელი-2
11:00 23-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული