ეროვნული ლიგა. VI ტური:"საბურთალომ" "დინამოს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "დინამო" საკუთარ მოედანზე "საბურთალოსთან" 0:1-ზე დამარცხდა.

მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერების მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. უგოლო ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას "დინამო" დაეუფლა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე, კონტრშეტევაზე კი გორგიაშვილმა ლამაზი დარტყმით ბურთი ცხრიანში ჩაუგდო ბულისკერიას.

"დინამომ" გაშვებული გოლის მერე მწვავედ შეუტია და 78-ე წუთზე ბაბუნაძეს კუპატაძემ არ დაანება გოლის გატანა, "საბურთალომ" გაუძლო მასპინძელთა შტურმს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასასრულს ბურთი ვარდნაში მყოფ რეხვიაშვილს
საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ვერ გარისკა.

თბილისის. "დინამო არენა".
დინამო - საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (61)

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (მიხეილ ერგემლიძე 83), გიორგი ივანიშვილი (ნიკა ძალამიძე 73), ნიკა ნინუა, ბუდუ ზივზივაძე (თამაზ ბაბუნაძე 57)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი (ცოტნე ნადარაია 68), გიორგი რეხვიაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (ელვინ ტერა 57), დიმიტრი ტატანაშვილი (გიორგი კოხრეიძე 54)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული