კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ

AutoSharing Option

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისის "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონთან" 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი სტუმართა დამრიგებელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გააკეთა.

"ვიცოდით, რომ დღეს რთული თამაში გვექნებოდა. "ლოკომოტივს" კარგი შემტევი გუნდი ჰყავს. წინა ხაზი კარგადაა დაკომპლექტებული.

დღეს ჩვენ ვეცადეთ, რომ მოედნის შუა ნაწილი არ დაგვეთმო მათთვის, არ მიგვეცა სივრცეები, ჩვენთან შეტევის განვითარებისთვის, რაც გარკვეულ წილად მოვახერხეთ. ჩვენც შეტევები ფლანგებიდან ავაწყეთ ​ და ამან შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლოს, გოლი გასახდელში მივიღეთ.

მეორე ნახევარი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ლოკომოტივის"
შეტევებით დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით თავი კარგად დაგვეცვა და კონტრშეტევებზე დაგვეჭირა მეტოქე.

საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ ჩვენი მიზნის მიღწევა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, გულშემატკივარს, რომელებიც მოედანზე იყვნენ, დაიხარჯნენ და მის გარეთ. ორი წაგების შემდეგ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ", - აღნიშნა ჟორჟკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
6
3
2
1
6
11
6
3
2
1
3
11
6
2
1
3
-3
7
6
1
1
4
-11
4