ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ერთი დღე კლუბთან ერთად - თბილისის "ლოკომოტივი"

AutoSharing Option
sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას, რომლის მიხედვითაც, ერთ დღეს ეროვნული ლიგის კლუბთან ერთად გავატარებთ და კლუბის შიდა სამზარეულოს გაჩვენებთ.

პირველი არჩევანი თბილისის "ლოკომოტივზე" შევაჩერეთ და მატჩის წინა დღეს ვეწვიე. ჩემი მოგზაურობა "რკინიგზელთა" სამყაროში თბილისიდან დაიწყო, როცა კლუბის მედიაოფიცერი ოთო მუმლაძე შემხვდა, საგურამოში გამიყოლა და უამრავი საინტერესო ინფორმაცია გამაცნო.

საგურამოს ბაზა თბილისიდან 26 კილომეტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარეობს. ბაზაზე ფეხბურთელებზე ადრე მივედით და ოთომ პატარა ექსკურსია მომიწყო.

ბაზაზე სამსართულიანი შენობა დგას, სადაც მენეჯმენტისა და მწვრთნელებისთვის განკუთვნილი ოფისებია განლაგებული. აგრეთვე, აქ არის ფეხბურთელების
საცხოვრებელი, მოსასვენებელი, კაფეტერია და გასართობი სივრცე.

Sportall.Ge

კლუბში ფეხბურთელების საცხოვრებლად საკმაოდ დიდი ფართია გამოყოფილი. ფეხბურთელები საერთო ოთახში ნაწილდებიან მეტი კომუნიკაციისთვის, თუმცა არის იზოლირებული ოთახებიც სურვილის შემთხვევაში.

Sportall.Ge

Sportall.Ge

კლუბის საკვები სივრცეც საკმაოდ კომფორტულად არის მოწყობილი. ასევე, კაფეტერიაში სხვადასხვა გასართობი საშუალებაა, რაც ფეხბურთელებს განტვირთვის საშუალებას აძლევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
* ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩს უყურებენ.

რაც შეეხება სავარჯიშო ოთახს, სხვადასხვა სახის ტრენაჟორით არის აღჭურვილი, რაც სპორტსმენს მრავალმხრივი ვარჯიშის საშუალებას აძლევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა მენეჯმენტისა და მწვრთნელების სამუშაოდაც. მათ ყველაფერი აქვთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

სანამ მე ბაზის ინფრასტრუქტურას ვათვალიერებდი, ამასობაში ფეხბურთელებიც მოვიდნენ. ეკიპირება ჩაიცვეს, სამედიცინო შემოწმება გაიარეს, შემდეგ მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა და მატჩისწინა ვარჯიშზე სხვადასხვა კომბინაცია დაამუშავებინა. ამ ყველაფერს ჩვენს ვიდეოში იხილავთ:


რაც შეეხება ბაზის მთავარ ნაწილს, სამი სტანდარტული (ორი ბუნებრივი, ერთი ხელოვნურსაფარიანი) მოედანი მდებარეობს. ბაზის სამი მოედნიდან მთავარი 650 ადამიანზეა გათვლილი, სადაც განათების ბოძებია დამონტაჟებული. თუ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდება, ეროვნული ლიგის მატჩების მასპინძლობაც კი შეეძლება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

გამოსარჩევი ფაქტორია, რომ 11 წლიდან ყველა ბავშვი, რომელიც "ლოკომოტივის" ბაზაზე ემზადება, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. კლუბი მათ განსაკუთრებულ პირობებს უქმნის - სპორტთან ერთად, განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ასევე, ხელს უწყობს ერუდირების ამაღლებაში.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ის კარგი და მეგობრული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. კლუბში მუშაობს თეორიის მწვრთნელი, ჰყავთ სამი ფსიქოლოგი, რომლებიც არა მარტო ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან, არამედ ასაკობრივ ნაკრებებთანაც მუშაობენ.

კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია. ის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად მოგვევლინა. ჩვენ მას კლუბის გეგმებსა და მომავალზე ვესაუბრეთ.


კლუბის ექიმი გიორგი ჩანგელია სამუშაო დღეზე გვესაუბრა; ასევე მოგვიყვა, თუ რა სახის საკვებ რაციონს არჩევს ფეხბურთელებისთვის და რა არის აკრძალული მათთვის.


თუ რა სახის მზადებას გადიან "რკინიგზელები", ამის შესახებ კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე გვესაუბრა.


საერთო ჯამში, დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ "რკინიგზელებს" ეროვნული ლიგის დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პირობები აქვთ. დანარჩენი ფეხბურთელებსა და მათ თამაშზეა დამოკიდებული.