ეროვნული ლიგა. VI ტური: "რუსთავმა" "კოლხეთს" ადვილად სძლია

AutoSharing Option
13 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "რუსთავმა" "კოლხეთი" 2:0 დაამარცხა.

"რუსთავი" დებიუტშივე დაწინაურდა, როდესაც ციცქიშვილის გადაცემულ ბურთს კობახიძემ პოლტავცევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გაზაევის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მე-40 წუთზე ქავთარაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, 41-ეზე კი ციცქიშვილმა ანგარიში გააორა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გაშვებული გოლისას სტუმართა მეკარე პოლტავცევს უკეთ მართებდა თამაში.

55-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა ფოთელთა ნახევარმცველი არზიანი და ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი მისი გუნდი მთლად უიმედო ვითარებაში აღმოჩნდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, "რუსთავმა" ძალებიც დაზოგა და
თამაში უპრობლემოდ მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

რაც შეეხება თამაშის საერთო სურათსა და დონეს, ის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
რუსთავი - კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 მამუკა კობახიძე (2), 2:0 ზაზა ციცქიშვილი (41)
გაძევება: ზურაბ არზიანი (55)

რუსთავი (4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი, ტარას ცარიკაევი, მამუკა კობახიძე (კ) (დავით კვირკველია 55), ალბერტ ცხოვრებოვი, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე, პაპუნა ფონიავა (ლევან გეგეჭკორი 75), გეორგი გაბულოვი, ზაზა ციცქიშვილი (ოთარ მარცვალაძე 70), ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

კოლხეთი (3-4-2-1): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ვლადიმირ პანამარიოვი, პატერსონ კაბორე, ზურაბ არზიანი, სერგეი დანილოვი, ვლადიმირ გოგბერაშვილი (ლევან კაკულია 10), ილია მიხაილოვი, იაროსლავ კვასოვი (ვალიკო ტყემალაძე 63)

მთ.მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული