ეროვნული ლიგა. V ტური: "ჩიხურამ" პირველი მარცხი "დინამოსთან" განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს ეროვნული ლიგის V ტურის მატჩი გაიმართა, სადაც საჩხერის "ჩიხურამ" დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამით "ჩიხურას" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-4 წუთზე "დინამოს" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ნიკა ძალამიძემ გაიტანა. მე-11 წუთზე სტუმრებს უპირატესობის გაზრდა ორამდე შეეძლოთ, თუმცა ბუდუ ზივზივაძეს დარტყმული პენალტი დინო ჰამზიჩმა მოიგერია.

მე-18 წუთზე კი გიორგი გაბედავამ საჯარიმოდან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამ გოლით გაბედავა ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ამჯერად მის ანგარიშზე 5 გოლია.

უკვე 22-ე
წუთზე ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიყვანა "დინამო" წინ. აღსანიშნავია, რომ თავიდან გოლი მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ არ ჩათვალა, თუმცა შემდეგ ლაინსმენის მითითებით გოლი ჩაითვალა, რომელიც ნათლად ხედავდა მომენტს.

მეორე ტაიმიც საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა უფრო ხშირად "დინამო" უტევდა.

69-ე წუთზე კი მეორე ვერგატანილი პენალტი ვიხილეთ. ამჯერად დემეტრე ბულისკერიას კარში გოლის გატანა გიორგი გაბედავამ ვერ შეძლო.

თბილისი. დავით პეტრიაშვილი.

ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 ნიკა ძალამიძე (4), 1:1 გიორგი გაბედავა (18), 1:2 ოთარ კიტეიშვილი (22)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა (კ), კახა კახაბრიშვილი (დემურ ჩიხლაძე 56), ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი (დავით იონანიძე 86), შოთა კაშია

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (თბ). 4-2-3-1: დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია (დმიტრო ივანისენია 84), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, ლევან ხარაბაძე, ნიკა ძალამიძე (ლაშა ქოჩლაძე 63), გიორგი ივანიშვილი (გიორგი თევზაძე 92)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული