ეროვნული ლიგა. V ტური: "ლოკომოტივმა" ლიდერი "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აპრილს ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ლოკომოტივმა" "საბურთალო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "საბურთალოს" უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ "ლოკომოტივმა" ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და ლიდერი დაამარცხა. "საბურთალომ" კომპენსირებულ დროში მოახერხა ერთი საპასუხო გოლის გატანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე "ლოკოს" პირველი გამარჯვებაა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საბურთალო - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 ვატო არველაძე (57), 0:2 მამია გავაშელიშვილი (71), 1:2 გიორგი რეხვიაშვილი (90+4)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი,
თორნიკე თარხნიშვილი (ბექა გვარაძე 65), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, დავით ვოლკოვი (გურამ გოშთელიანი 59), დიმიტრი ტატანაშვილი (გიორგი კოხრეიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია (კ), თეიმურაზ ღონღაძე, უჩა ლობჟანიძე, თეიმურაზ შონია (თორნიკე ძებნიაური 26), ლაშა გვალია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი კომახიძე, ვატო არველაძე (გიორგი ხიდეშელი 83), დავით ჯიქია (რომან ჭანტურია 69), მამია გავაშელიშვილი

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული