ეროვნული ლიგა. IV ტური: კაცნაკლულმა "ლოკომოტივმა" პირველი ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
31 მარტს ეროვნული ლიგის IV ტურის პირველი მატჩი გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის 24-ე წუთზე მასპინძლები რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ. გიორგი გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ლოკო" მოედანზე 10 ფეხბურთელის ამარა დარჩა. ამის მიუხედავად დაწინაურება სწორედ "რკინიგზელებმა" შეძლეს. საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთი ჯერ ნიკა ჭანტურიამ გადაგზავნა კარში, რომელიც ძელმა აისხლიტა, შემდეგ ყველას ვატო არველაძემ დაასწრო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

64-ე
წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დემურ ჩიხლაძემ მე-80 წუთზე ანგარიში გაათანბრა და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ლოკომოტივმა" პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონატში, ხოლო "ჩიხურა" კვლავ წაუგებლად ასპარეზობს.

თბილისი. მესხი 2.
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ვატო არველაძე (31), 1:1 დემურ ჩიხლაძე (80)
გაძევება 24 გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი)

ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია (კ), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი (რომან ჭანტურია 67), დაჩი ცნობილაძე, ირაკლი კომახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, ვატო არველაძე (უჩა ლობჟანიძე 62), გიორგი გაბაძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა (დენის დობროვოლსკი 11-დემურ ჩიძლაძე 64), ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), გიორგი ბუხაიძე (დავით იონანნიძე 63)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ბოდიში სოსო ,მაგრამ გუშინ ორი ტაიმის განმავლობაში ფეხბურთელების კვირილში გაატარა რომელიGაცა თქვენმა მწვთნელმა ,ეს ფეხბურთელებზე მოქმედებს ,ეს ბავშვებთან არ შეიძლება ,დიდებთან მითუმეტეს
tato
09:50 01-04-2018
0

სიახლეები პოპულარული