ეროვნული ლიგა. IV ტურის წინ: თბილისში ქართული კლასიკოა!

AutoSharing Option
ფოტო: ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერდი 

დღეს, 31 მარტს სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდება. ამავდროულად კლუბების დაკომპლექტება ოფიციალურად დასრულდება, საქართველოში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 31 მარტს იხურება.

Sportall.Ge

მიხეილ მესხის მეორე სტადიონი საინტერესო დაპირისპირებას გვთავაზობს, "რკინიგზელები" საჩხერლებს უპირისპირდებიან. შეხვედრას არაერთი ინტრიგა ახლავს თან.

"ლოკომოტივს" სამი ტურის შემდეგ, ჯერ კიდევ ქულა არა აქვს მოპოვებული. თბილისელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს. ჯერ კიდევ არ გამოჩენილა მოედანზე რომან ჭანტურია, რომელიც ნახევარი წლით მაინც უნდა შეძლოს ირაკლი სიხარულიძის ჩანაცვლება.

"რკინიგზელებთან" რამდენიმე სიახლეა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძე დაემატათ. საქართველოს ნაკრების
ფეხბურთელი და სამტრედიელთა ურთიერთობა ვერ შედგა, შესაბამისად ლობჟანიძე მალევე ახალ კლუბში აღმოჩნდა. გარდა ამისა "საბურთალოდან" იჯარის წესით "ლოკოში" მცველი დაჩი ცნობილაძე გადავიდა.

"ჩიხურა" კი მეორე გუნდია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ჯერ შეხვედრა არ წაუგია. თითქოსდა დასუსტებული გუნდი, იმდენად ეფექტურად გამოიყურება რომ მათი ასეთი კარგი ასპარეზობა ნაკლებად წარმოსადგენი იყო.

ეს ერგვარად სოსო ფრუიძის დამსახურებაცაა, თუნდაც წინა ტურში მისმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და "რუსთავი" 1:0 დაამარცხეს.

რაც მთავარია, მოსალოდნელია, რომ ძალზედ სანახაობრივი მატჩი გველის წინ. ან ერთი გუნდი გამოასწორებს თავის უარყოფით ბალანსს, ან მეორე გუნდი გააგრძელებს წარმატებულ სვლას.

Sportall.Ge

ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეში საფეხბურთო ცენტრი ვაკეში მიხეილ მესხის სტადიონზეა. "რუსთავმა" დავით პეტრიაშვილის არენაზე დაიწყო ასპარეზეობა, თუმცა ისიც ვაკეში გადასულა.

დიდი ზარ-ზეიმით გაკეთებული ტრანსფერები და ახალი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი ჯერჯერობით ვერ ამართლებს. რუსი მწვრთნელი არც გულშემატკივრებს მოსწონთ, არც მისი შედეგები და საქციელები არ არის თვალშისაცემი.

ძნელია არ აღნიშნო დათა სიჭინავას ფაქტორი, ადამიანი რომლის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ "რუსთავი" ეროვნულ ლიგაშია, ამ სეზონში სათამაშო დროის გარეშე, "არასაჭირო" ფეხბურთელი აღმოჩნდა და "მერანში" გაანათხოვრეს. სადაც გადასვლისთნავე ორ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

"საბურთალოს" პროგრესი კი თვალშისაცემია, ის ფეხბურთი რასაც თბილისელები თამაშობენ ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე გამართულია ეროვნულ ლიგაში და ამაზე შედეგიც მეტყველებს, სამიდან სამი მოგებული მატჩი.

საბურთალოელთა შედეგები არა ერთი ფეხბურთელის დამსახურება, არამედ მთელი გუნდის ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგია.

ფავორიტად ალბათ ნომინალური სტუმრები უნდა მოვიაზროთ, რომელთაც თავიანთი შედეგის გამყარების შანსი აქვს. ხოლო "რუსთავს" ჯერ კიდევ თავისი თამაში აქვს საპოვნელი.

Sportall.Ge

თბილისს გარეთაც კარგი საფეხბურთო ამინდია. გორში წესით ლაღ და საინტერესო ფეხბურთს ვიხილავთ. იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს სამი ტურის თავზე ყველა სახის შედეგი აქვს დაფიქსირებული, არცერთს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

გორელთა შემადგენლობაში ყველაზე ნაყოფიერად დავით რაჟამაშვილი ირჯება, რომელსაც სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და შემტევებს შექმნილი მომენტებით მუდმივად ტონუსში ამყოფებს.

"დილაში" ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების სიმრავლითაც გამოირჩევა, რომლებიც არც თუ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბოლოს კლუბმა განელი ნახევარმცველი იაჰაია აბუბაკარი დაიმატა და ბრაზილიელი ლენადრო რიბეირო დაიბრუნა, რომელიც "დილას" ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველა გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

"სიონის" მთავარი მიზანი ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში დარჩენაა და კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა მატჩში აუტსაიდერად ითვლება მაინც ახერხებენ ქულების მოპოვებას.

ბოლნისელებმა "სამტრედიის" დამარცხება შეძლეს და ფოთის "კოლხეთთან" ფრე ითამაშეს. კლუბში ერთ-ერთი გამორჩეულია გუნდის კაპიტანი ჯაბა დვალი, რომელიც არც თუ ურიგოდ გამოიყურება.

Sportall.Ge

თბილისი წლის პირველ ქართულ კლასიკოს მასპინძლობს, წინა წლის ფინალური მატჩის შემდეგ ამ გუნდების დაპირისპირებამ უფრო დიდი ეშხი შეიძინა.

თან ის რად ღირს, რომ ორი მკვეთრად დაპირისპირებული და ფავორიტი გუნდი ეროვნულ ლიგაში ერთნაირად ასპარეზობს. პირველი ტური ორივე გუნდმა წააგო, თუმცა შემდეგი ორი მატჩი გუნდებმა მოიგეს და ცხრილში თანაბარი 6-6 ქულით არიან. გოლების სხვაობაც ერთნაირი აქვთ და დღეს შანსი აქვთ ერთ-ერთმა სატურნირო ცხრილში წინ გაიჭრას.

პირველ ტურში "რუსთავთან" წაგების შემდეგ, "დინამოზე" ყველამ ხელი ჩაიქნია. მაგრამ შემდეგ ისეთი ორი მატჩი გამართა: "ლოკომოტივი" დაამარცხეს 4:1 და სამტრედია 3:1, რომ ისევ დაუბრუნდნენ იმ თამასას, რაც თბილისელებს ეკადრებათ.

"ტორპედო" კი ეროვნულ ლიგაში ისევ მრისხანეა, თუ "რუსთავთან" მატჩს არ ჩავთვლით გუნდი აქცენტს ბოლო პერიოდში შეტევაზე აკეთებს. ამაზე გატანილი გოლების რაოდენობაც მეტყველებს, მაგრამ "დინამოსთან" ალბათ თამაშს სულ სხვანაირად მიუდგებიან.

ორივე გუნდში შემტევი სამეულები ძალიან კარგად გამოიყურება. "დინამოში": ოთო კიტეიშვილი, აკაკი შულაია და ბუდუ ზივზივაძე, "ტორპედოში" კი: ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე და თორნიკე კაპანაძე.

და ბოლოს ეს ისეთი მატჩია, რომ "დინამო არენადან" უნდა უყურო, მოდით სტადიონზე და შესძინეთ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ დაპირისპირებას მეტი ელფერი.

Sportall.Ge

ტური "სამტრედია" "კოლხეთის" დაპირისპირებით დასრულდება, გუნდები სამი ტურის შემდეგ მე-8 მე-9 ადგილზე არიან.

"სამტრედიაში" სიტუაცია არც ისე იდეალურადაა, კლუბში ახალ მოსული ფეხბურთელები ერთი თვის თავზე სხვაგან მიდიან. უჩა ლობჟანიძე და გიორგი განუგრავა პირველები აღმოჩნდნენ. 

ჩანს რომ კლუბში ატმოსფერო, ჯერ კიდევ დაულაგებელია. ამაზე წასული ფეხბურთელებიც და უჩა სოსიაშვილის ინტერს გიისთან უთანხმოების ფაქტი მეტყველებს. 

არადა იმერელთა ტრანსფერები იმდენად ეშხიანი ჩანდა, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდით და ნაკლებად კითხვის ნიშნებს.

"კოლხეთი" პირველი კლუბია, რომელმაც მთავარი მწვრთნელი შეცვალა. პირველ-ორ ტურში კლუბის თამაში მოყვარულთა ფეხბურთს ჰგავდა, ამაზე 10 გაშვებული გოლიც მეტყველებს. თუმცა წინა ტურში "სიონთან" ცოტა გამოცოცხლდნენ და მოგებაზე თუ არა, ქულის მოპოვებაზე მაინც ფიქრობდნენ.

ფაქტია ფავორიტები იმერლები არიან და მათ ნეგატივს, დღეს მხოლოდ მოგება უშველის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mikvarda torpedo,imereli kaci var magram iseti aramzada nacili kavs fanebs tu junglebs rom edzaxian sakutar tavs,gadavckvite agar vugulshematkivro. Carmatebebi namdvil fexbuts da karg filshematkivars.
Gocha
20:13 31-03-2018
2

სიახლეები პოპულარული