Sportall.ge-ს სათვალე: სად წავიდა ვაკო ბაჩიაშვილი?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მესამე ტური ნაკლებად დაძაბული გამოდგა, წინა ტურებთან შედარებით და ნაკლები "საკბილოც" შეგვხვდა, თუმცა იყო მომენტები, რომლებიც ამ კვირაშიც იყო გამოსარჩევი.

ეროვნული ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის გამო ამ უქმეებზე აღარ ჩატარდება და 31 მარტს განახლდება.

Sportall.Ge

ორი სიტყვით:
"დინამო" ბოლო ორი მატჩია იმდენად კარგ ფეხბურთს აჩვენებს, რომ კახა კაჭარავა ნამდვილად ტაშის ღირსია.

კაჭარავას ხელმძღვანელობით, თბილისური კლუბი უკვე მერამდენჯერ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
აკაკი შულაია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა და ცდილობდა სხვადასხვა სახით მომენტების გამომუშავებას, ერთ ასეთ
მომენტში კი გოლიც გაიტანა.




სად წავიდა ვაკო ბაჩიაშვილი?
- A) პურზე; B) წყალზე; C) ევროპაში



Sportall.Ge

ორი სიტყვით: ქვეყნის ჩემპიონმა ჩემპიონური თამაში შემოგვთავაზა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, რომელზეც უმაყურებლოდ ტარდებოდა მატჩი, ქუთაისელებმა ისეთი გოლები შემოგვთავაზეს, ნამდვილად საცოდაობა იყო ხალხის გარეშე.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
ლევან კუტალია ქუთაისელთა შემადგენლობაში ბოლო პერიოდის ყველაზე კარგი ტრანსფერია. იმერელთა შემტევი ნამდვილად ვერ შეაჩერეს თბილისელთა მცველებმა, რასაც მისი დუბლი მოჰყვა.


III ტურის საუკეთესო გოლი - თორნიკე კაპანაძე ("ელვა")


III ტურის საუკეთესო გოლის აღნიშვნა
- ლევან კუტალია


Sportall.Ge

ორი სიტყვით:
სოსო ფრუიძე ქართველი ალექს ფერგიუსონია, მეათე წელი ერთ გუნდში და საუკეთესო შედეგები კონტინგენტით, რომლითაც ეროვნული ლიგის მწვრთნელთა უმეტესობა ვერაფერს მიაღწევდა. მატჩის ბედი სოსო ფრუიძის ორმა ცვლილებამ გადაწყვიტა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
79-ე წუთზე შემოსულმა დემურ ჩიხლაძემ ორჯერ შეუქმნა თავდამსხმელებს მომენტი და ერთი დავით იონანიძის გოლით დასრულდა, რის შედეგადაც ამ მატჩში გამარჯვებულები საჩხერელები გახდნენ.


Sportall.Ge

ორი სიტყით: ფოთელებს პროგრესი აქვთ. თუ წინა ორ მატჩში მათ კარებში 10 გოლი გავიდა, ამჯერად გოლიც არ გაუშვიათ და ქულა მოიპოვეს. "სიონი" საკმაოდ უცნაურ ფეხბურთს თამაშობს. თუ წინა ტურში ბევრად უფრო ძლიერი "სამტრედია" დაამარცხეს, ამჯერად ვერც ვერაფერს გამორჩნენ.

როგორ უნდა ავაცილოთ ცარიელ კარებს? - ლექცია ლაშა მანაგაძისგან


Sportall.Ge

ორი სიტყვით: თბილისელები ულამაზეს ფეხბურთს თამაშობენ. სამი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო. "საბურთალომ" თუ ასე გააგრძელა, სეზონის ბოლოს საპრიზო მედლები მათი იქნება.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
გიორგი დიასამიძე საბურთალოელებისთვის ძალიან კარგი შენაძენი გამოდგა. მესამე მატჩია ეს ფეხბურთელი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ნახევარდაცვის სტაბილურ და გააზრებულ ასპარეზობაში.


მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი სოსიასჰვილო წადი სჰუბლის ძარგვი არ გაქ.. დაცინის მტელი საქარტველო სამტრედიის ხემზგვანელობას
sosiashvilo tavmoyvareoba aragaq
15:15 23-03-2018
1
ვიდეოები თითქმის არ იტვირთება და იქნებ მიხედოთ.
georgian
14:24 23-03-2018
0

სიახლეები პოპულარული