ეროვნული ლიგა. III ტური: სოსო ფრუიძის შეცვლამ "ჩიხურას" 3 ქულა მოაპოვებინა

AutoSharing Option
17 მარტს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურასა" და "რუსთვს" შორის ეროვნული ლიგის III ტურის მატჩი გაიმართა, რომელიც "ჩიხურამ" მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩში ძირითდად სათამაშო უპირატესობას "რუსთავი" ფლობდა, თუმცა საჩხერლები კონტრშეტევებზე უტევდნენ. 73-ე წუთზე კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე - მსაჯმა გიორგი გაბულოვს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. გაბულოვ აქამდე ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა.

გაბულოვის გაძევეის შემდეგ თამაში უფრო გათანბრრდა, "რუსთავმა" შეტევებს არ მოუკლო, თუმცა "ჩიხურა" უფრო გააქტიურდა, რასაც 92-ე წუთზე გოლიც მოჰყვა.

84-ე წუთზე სოსო ფრუიძემ ირაკლი ბუღრიძის მაგივრად დავით
იონანიძე შემოიყვანა, რამაც 100-პროცენტით გაამართლა.

მატჩის მიწურულს დემიკო ჩიხლაძის ჩაწოდებული დავით იონანიძემ კარში გადაგზავნა და "ჩიხურას" 3 ქულა მოაპოვებინა.

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ჩიხურა-რუსთავი 1:0
გოლები: 1:0 დავით იონანიძე (92)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (პედრო გუგა 70), ირაკლი ბუღრიძე (დავით იონანიძე 84), ლევან კაკუბავა (დემურ ჩიხლაძე 79), ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

რუსთავი. 4-2-3-1: ნუკრი რევიშვილი, გიორგი პაპავა, ბექა მიქელთაძე, ტარას ცარიკაევი, პაპუნა ფონიავა, მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, გეორგი გაბულოვი, ავთო ენდელაძე (მათე ცინცაძე 45+1), ზაზა ციცქიშვილი (ბექა ქავთარაძე 55), ოთარ მარცვალაძე (დათა სიჭინავა 69)

მთ. მწვღთნელი: ვალერი გაზაევი
მკითხველის კომენტარები / 4 /
მსაჯებზე ბაზარი არაა მაგრამ ეხლა ისეთები იყვნენ ვერ გამაზეს და..... ეს თამაში ცუდად არ უმსაჯიათ. მომენტი არ ქონია რუსთავს და მსაჯებს დავაბრალოთ.
Dragonfly
12:00 18-03-2018
0
msajoba iseti sakartveloshi versad naxav))) gabulovs an pirveli kviteli rato misza? an meore kviteli(avtomatiurad titeli) karg tamasukebs azleven etkoba, turi ar gadis tamashi rom ar gaafuchon msajebma))))
qomagi
00:15 18-03-2018
0

სიახლეები პოპულარული