"რუსთავის" საშინაო არენა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა

AutoSharing Option
დღეს, 15 მარტს, რუსთავში, საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები, რომ რუსთავის საფეხბურთო სტადიონი გადავიდეს ქალაქის საკუთრებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამოთქვა მზაობა იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების დასრულებისთანავე დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მისასალმებელი ფაქტია.აგერ ქობულეთშიც დაიწყო სტადიონზე ბუნებრივი საფარის დაგების სამუშაოები,იგივე კეთდება სამტრედიაში,ბოლნისში და ასე შემდეგ.გუნდი რაც არ უნდა კარგი გყავდეს სხვა ქალაქში თამაში მაინც ვერ არის ისეთი,საკუთარ ქალაქში თამაშს სულ სხვა "მუღამი" აქვს.
ქობულეთელი
12:12 16-03-2018
0
კარგია, ნორმალური ინფრასტრუქტურა აკლდა ფეხბურთს, ნელნელა შედეგზეც აისახება დადებითად
pablito
01:40 16-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული