ეროვნული ლიგა. II ტური: "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ანგარიში 21-ე წუთზე მასპინძელთა ახალწვეულმა თეიმურაზ შონიამ გახსნა, რომელმაც დემეტრე ბულისკირია შორეული დარტყმით დაამწუხრა.

სტუმრებმა წონასწორობა მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილის ზუსტი დარტყმით აღადგინეს, თუმცა ამ ეპიზოდში "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძის დადანაშაულებაც შეიძლება.

კახა კაჭარავას გაწვრთნილები წინ გასვლას 44-ე წუთზე ზეიმობდნენ. საჩხერის "ჩიხურადან" გადმოსულმა გიორგი ივანიშვილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის დებიუტში კი 54-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გადაცემით აკაკი შულაიამ ისარგებლა და მეტოქის კარი
აიღო. 83-ე წუთზე კი "დინამოს" კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა საბოლოო ანგარიში 1:4 დააფიქსირა.

2 ტურის შემდეგ "დინამოს" 1 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა, რითაც ჯერჯერობით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. 2 თამაშიდან 2 მარცხი აქვს ლაშა ჭაღიაშვილის "ლოკომოტივს" და ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

16 მარტს "დინამო" "სამტრედიას" უმასპინძლებს, "ლოკომოტივი" კი ამავე დღეს გასვლით შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

ლოკომოტივი: რევაზ თევდორაძე, ლევან ქურდაძე, ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (ირაკლი კომახიძე 63), მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ვატო არველაძე (დავით ჯიქია 71), გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (ოთარ კობახიძე 77), დავით სამურკასოვი.

დინამო: დემეტრე ბულისკირია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ბაქარ ქარდავა, ბუდუ ზივზივაძე (მიხეილ ერგემლიძე 77), ოთარ კიტეიშვილი (ნიკო ნინუა 86), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი კუცია 30), ლევან ხარაბაძე, გიორგი ივანიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ილოს..არ არი პრობლემა..ყველა ყველაფერს ხედავს
0
ლოკომოტივი ცალიან სუსტია..
qomagi
16:10 11-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული