ეროვნული ლიგა. II ტური: ჩემპიონის პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
10 მარტს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის II ტურის მატჩი გაიმართა.

"რუსთავმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და მინიმალალური ანგარიშით დამარცხდა.

პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. დოლიძის ჩამოწოდებული კუთხურიდან ნუკრი რევიშვილმა ვერ დაიმორჩილა, რითაც სტუმრების ფეხბურთელმა გიორგი კუხიანიძემ ისარგბელა და "ტორპედო" წინ გაიყვანა.

შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულ თორნიკე კაპანაძეს შეეძლო უპირატესობა ორამდე გაეზარდა. ის პირისპირ გავიდა მეკარესთან, რევიშვილსაც გასცდა მაგრამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და ქვეყნის ჩემპიონმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
რუსთავი-ტორპედო 0:1
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე
(5)

რუსთავი. 4-2-3-1: ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა, ბექა მიქელთაძე, მათე კვირკვია (თემურ ჩოგაძე 38), ტარას ცარიკაევი, პაპუნა ფონიავა (ბექა ქავთარაძე 86), მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, გეორგი გაბულოვი, მიხაილ გორელიშვილი (ოთარ მარცვალაძე 68)

მთ. მწვრთნელი: ვალერი გაზაევი

ტორპედო. 4-2-3-1: როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კუხიანიძე (ჯაბა ლიპარტია 81), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე (ოლეგ მამასახლისი 78), გიორგი ქიმაძე, ევგენი ბოხაშვილი (თორნიკე კაპანაძე 65), მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ეროვნული ლიგის II ტურის მორიგი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება. ფოთის "კოლხეთი" "საბურთალოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ტორპედო ჩემი სიამაყეა!!!
svanski
19:48 10-03-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული