ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამტრედიამ" "სენტ ეტიენის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სიდი სანია "სამტრედიის" ღირსებას დაიცავს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სანია უკვე საქართველოშია და დღეიდან გუნდთან ერთად აქტიურ ვარჯიშს შეუერთდება.

ფეხბურთელი ფრანგული "სენტ ეტიენის" აღზრდილია. 28 წლის ნახევარმცველის ბოლო კლუბი პორტუგალიური "უნიაო მადეირა" გახლდათ.

სენეგალელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 350 ათასი ევროა, თუმცა "სამტრედიას" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.