თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა

AutoSharing Option
2018 წლის 7 მარტს ქალაქ თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრაში ადგილობრივ "საპოვნელას" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" უნდა ემასპინძლა.

თუმცა, მასპინძელ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო "საპოვნელა" ჩემპიონატიდან იქნა მოხსნილი და შესაბამისად, აღარც ხვალინდელი მატჩი გაიმართება...

2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელები 13 მარტს გამართავენ - იმერული გუნდი თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული