თბილისის "დინამომ" სფფ-ს "რუსთავთან" მატჩში მსაჯობასთან დაკავშირებით მიმართა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს წერილობით მიმართა. დედაქალაქური კლუბის წერილის მიზეზი მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გახდა.

წერილში წერია:

"ბატონო დავით, 5 მარტს "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც "თბილისის "დინამომ" "რუსთავს" უმასპინძლა, შეხვედრის არბიტრის, გ. კიკაჩეიშვილის მიერ მატჩის 83-ე წუთზე "რუსთავის" კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, როგორც ბოლო იმედის ჯარიმას, არ მოჰყვა სტუმართა ფეხბურთელის გაძევება.

ასევე, შეხვედრის 85-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით საეჭვო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა.

გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული ეპიზოდები და მიიღოთ შესაბამისი ზომები", -
ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავმა" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

Sportall.Ge

მომზადებულია "დინამოს" Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილია რომ ამ გუნდს დინამო ქვიოდეს
gela
17:56 10-03-2018
0
თბილისის დინამო ქარვასლაა,ფულის კეთების სამჭედლოა,ქართული ფეხბურთის სირცხვილია.
ნუკრი
16:10 07-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული