ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გია გეგუჩაძე: ალბათ, ამ ყველაფრის გამოსწორებას დრო სჭირდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი თამაში "თელავთან" 0:1 დათმო. Sportall.ge კლუბის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და შეხვედრის შეფასება სთხოვა.

- როგორ შეაფასებთ ბათუმის "დინამოს" პირველ თამაშს "თელვათან"?
- ძალიან ბევრი შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან დაშვებული რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა გამარჯვების, მაგრამ აი ამ შეცდომების გამო დავმარცხდით.

- რა კომპონენტში არის თქვენი აზრით გამოსასწორებელი "დინამოს" თამაში?
- ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჩვენ ვმუშაობთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და ალბათ ამას დრო სჭირდება. 

- აპირებთ თუ
არა კიდევ ფეხბურთელების დამატებას და გუნდის გაძლიერებას?

- არ ვიცი ვნახოთ, ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით...

- გუნდის მიზანი იქნება თუ არა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება?
- ამის სურვილი ნამდვილად გაგვაჩნია.

- რა ხდება ბათუმის "დინამოში", გადავიდა თუ არა კლუბი კერძო მფლობელის ხელში?
- ამის შესახებ ინფორმაციას ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.