ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა

AutoSharing Option
30 წლის შემტევი ჯაბა ლიპარტია, ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ის გუნდს სამშაბათს შეუერთდება.

ლიპარტიამ კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. 2010 წელს ჯაბა ლუგანსკის "ზორიაში" გადავიდა და 2017 წლის ჩათვლით ამ კლუბის ღირსებაც იცავდა. სწორედ "ზორიას" მაისურით ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც, შემდეგ კი მის კარიერაში რუსული "ანჟი" იყო.

მომზადებულია ტორპედოს facebook გვერდის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ