თბილისის "ლოკომოტივმა" ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა", მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, ლიგა 3-ის წარმომადგენელ დუშეთის "არაგვს" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში, გატანა მამია გავაშელიშვილსა და ლაშა ოზბეთელაშვილს შეეძლოთ, მეორე ნახევარში კი დავით ჯიქიასა და ვატო არველაძეს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი.

"ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის, 2018 წლის გათმაშების პირველ ტურში, "სამტრედიას" დაუპირისპირდება. მატჩი 4 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

მომზადებულია fcloco.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული