"ასეთი გოლები დამახასიათებელია პირველი თამაშისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ხარისხი უფრო და უფრო უკეთესი გახდება. ეროვნული ჩემპიონატი იწყება და "ჩიხურას" წარმატებას ვუსურვებ. თამაშს რაც შეეხება, ვაგებდით და ბიჭები გაერთიანდნენ, შემდეგ კი შეძლეს თამაშის შემოტრიალება.
ვულოცავ ჩემს გუნდს, ასევე გულშემატკივრებს და მადლობა მინდა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეს ტიტული, ეს ყველაფერი ხასიათზე და მოტივაციაზე აისახება.
მიდის მოლაპარაკებები ლეგიონერებზე, უნდა დავიმატოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშების გამოცდილება აქვთ და დაგვეხმარებიან", - თქვა ჩხეტიანმა.