კახა ჩხეტიანი: მე ბედნიერი ვარ, რომ "ტორპედოს" მწვრთნელი ვარ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო. მიღწეულ წარმატებაზე ქუთაისელთა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებს ესაუბრა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმერელთა დამრიგებელი დღეს 40 წლის გახდა.

"ასეთი გოლები დამახასიათებელია პირველი თამაშისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ხარისხი უფრო და უფრო უკეთესი გახდება. ეროვნული ჩემპიონატი იწყება და "ჩიხურას" წარმატებას ვუსურვებ. თამაშს რაც შეეხება, ვაგებდით და ბიჭები გაერთიანდნენ, შემდეგ კი შეძლეს თამაშის შემოტრიალება.

ვულოცავ ჩემს გუნდს, ასევე გულშემატკივრებს და მადლობა მინდა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის
წევრი, სადაც თამაშიც და მწვრთნელობაც ბედნიერებაა.

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეს ტიტული, ეს ყველაფერი ხასიათზე და მოტივაციაზე აისახება.

მიდის მოლაპარაკებები ლეგიონერებზე, უნდა დავიმატოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშების გამოცდილება აქვთ და დაგვეხმარებიან", - თქვა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სატირალია ჩვენი ფეხბურთის დონე,მართლაცდა სვარკის ყურება ჯობია ასეთ ფეხბურთს.
zas.
20:34 24-02-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული