ეროვნული ლიგა 2018. თბილისის "ლოკომოტივის" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

"ლოკომოტივმა" 2017 წლის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, რა დასამალია და რკინიგზელებისგან უფრო უკეთესს დასასრულს ველოდით. ამ შედეგს კლუბის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის გათავისუფლება მოჰყვა და კლუბის ახალ მწვრთნელად ლაშა ჭაღიაშვილის დანიშვნა.

ლაშა ჭაღიაშვილი ასე ვთქვათ "ლომოტივში" აღზრდილი მწვრთნელია, 36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 2009/2010 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი ლოკომოტვიში გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის "ტორპედოში",
დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/2015 წლების სეზონში, ლაშა "ლოკომოტივის" მთავარ გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტად მუშაობდა. 2016 წელს იგი "ლოკოს" დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2016 წლიდან, ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობდა.

კლუბმა და მთავარმა მწვრთნელმა 2018 წელი პირველი ტიტულის მოგებით დაიწყეს, რკინიგზელები ზამთრის თასის გამრჯვებულები არიან.

ტრანსფერები
კლუბში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, კლუბი დატოვა გუნდისა და ეროვნული ლიგის მთავარმა ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ, თუმცა ჩანაცვლებაც არანაკლები გამოვიდა - "ლოკომ" ემპოლიდან რომან ჭანტურია ინათხოვრა. კლუბის ნამატი მცირეა დანაკლისთან შედარებით, თბილისური გუნდი დაახლოებით 10-მა ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბიდან წავიდნენ: გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ბექა ქურდაძე (საბურთალო), გიორგი გოროზია (ჰიბერნიანსი), ლუკა ვარძელაშვილი (გაგრა), მამუკა კობახიძე (რუსთავი), ნოდარ ქავთარაძე (დილა), რევაზ ჩიტეიშვილი და ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო).

კლუბში მოვიდნენ:
რომან ჭანტურია (ემპოლი), თემურ შონია (ბათუმის დინამო), დავით ჯიქია (სამტრედია), ოთარ კობახიძე (შევარდენი), ზურაბ დავითაშვილი (თბილისის დინამო)

ტესტ მატჩები
"ლოკომოტივს" შეკრება უცხოეთში არ გაუვლია და საქართველოში გამართა ამხანაგური მატჩები. მეტოქეები არც თუ ისე ძლიერი ჰყავდა და მეტ-ნაკლებად კარგი შედეგი დააფიქსირა.

რკინიგზელებმა პირველ მატჩში "საბურთალოს" მე-2 გუნდი 3:0 დაამარცხეს. მომდევნო გამარჯვება "შევარდენთან" მოიპოვეს 2:0. 1:1 დასრულდა "ნორჩ დინამოსთან" დაპირისპირება.

ასევე ფრე ითამაშეს მე-2 ლიგაში მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიასთან" 1:1. რკინიგზელებმა გაანადგურეს მე-2 ლიგის ბინადარი გაგრა 5:1.

ეროვნული ლიგის გუნდს მხოლოდ ერთს შეხვდნენ, ეს ახალწვეული ბოლნისის "სიონი" იყო და 2:0 დაამარცხეს.

დასკვნა
რკინიგზელთა წინა წლის შემადგენლობა, უფრო მრისხანე და იმედის მომცემი იყო. ამ სეზონში უფრო სუსტად გამოიყურება რიგი პოზიციები. თუ რომან ჭანტურიამ შეძლო ირაკლი სიხარულის ჩანაცვლება, ზაფხულში "ლოკომოტივს"  მასთან დიდი ალბათობით დამშვიდობება მოუწევს, რადგან ის "ემპოლიდან" ნახევარი წლით არის განათხოვრებული. თუმცა "ლოკომოტივში" ტალანტები იზრდებიან და არ ვიცით ახალი მწვრთნელი რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგარი ყავტ ასაკობრივის ფეხბურტელი ინჯგია..
0

სიახლეები პოპულარული