"რუსთავმა" მოსამზადებელ შეკრებაზე შვეიცარიული კლუბი დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "რუსთავმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი შვეიცარიულ "ნატერსს" დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ზაზა ციცქიშვილმა და თემურ ჩოგაძემ გაიტანეს.

"რუსთავის" შემადგენლობა ასეთი იყო:

სეფიაშვილი, გუჯაბიძე, სალუქვაძე, ბრაჭული, ცარიკაევი, პაპავა, ზვიადაძე, ციცქიშვილი, სილაგაძე, ჩოგაძე, ქავთარაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ქარდავა, ბარაბაძე, სიჭინავა, ცინცაძე, გაბულოვი, გორელიშვილი, კლიმიაშვილი.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" ბოლო საკონტროლო მატჩს 25 თებერვალს გამართავს, ხოლო 26 თებერვალს გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება.

მომზადებულია "რუსთავის" facebook-გვერდის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული