ქუთაისის "ტორპედოს" სასჯელის თარიღი შეიცვალა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება 2 მარტს აიღებს სტარტს - სეზონს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილასთან" საშინაო მატჩით გახსნის. 2017 წლის ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სტუმრად, თბილისის "დინამოსთან" საჩემპიონო მატჩისას ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო "ტორპედოს" ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს - "დილასთან" და "ლოკომოტივთან" უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს შეხვედრები.

იქიდან გამომდინარე, რომ 2 მარტი ჩემპიონატის გახსნის დღეა, გულშემატკივართა ინტერესი დიდია და თან დაგეგმილია მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს სასჯელის გადანაცვლების თაობაზე.

სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი, გაითვალისწინა გარემოებები და დაადგინა, რომ ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ნაცვლად, "ტორპედო" სასჯელით გათვალისწინებულ ერთ უმაყურებლო მატჩს მესამე წრეში, იმავე გორის "დილასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასდროს არაფერი გვეშველება!!! რას ნიშნავს პირველი მატჩია თუ 25 ე? ატრ.....ენ და უხარიათ, სასჯელი თუ დაიმსახურეს დასაჯონ, არა და აღარც მერე დასაჯონ, ისედაც ცნობილი იყო ,რომ ფედერაცია ცოტა ვერ არის და აიი-დაამტკიცეს
ვასილიჩი
12:34 22-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული