ეროვნული ლიგა 2018. ბოლნისის "სიონის" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

ბოლნისის "სიონი" ბათუმის "დინამოსთან" ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ ეროვნული ლიგის საგზურის მფლობელი გახდა და ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებს.

პირველ ტურში კლუბი "საბურთალოს" ესტუმრება. მატჩი 5 მარტს გაიმართება.

ბოლნისურ გუნდს გამოცდილი სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი უძღვება და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯაბა დვალი კაპიტნობს, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში 21 გოლი გაიტანა.

"სიონი" ეროვნული ლიგის პირველი ორი წრე მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ითამაშებს, რადგან თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მნიშვნელოვანი სარემონტო
სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივსაფარიან მოედანს აგებს და ბოლნისის გამგეობა კი ტრიბუნებს, ვიპ-ლოჟას, გასახდელებს, განათებას და ა.შ. არემონტებს.

ტრანსფერები
კლუბმა გაძლიერების მიზნით ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და ლიგა 2-ში მოასპარეზე გამორჩეული ფეხბურთელები. თუმცა გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მიუხედავად ამისა, ბოლნისელებმა ბირთვი შეინარჩუნეს.

კლუბიდან წავიდნენ: საბა აღდგომელაშვილი (სამტრედია), ზურაბ თევზაძე (ნორჩი დინამო), გიორგი ჭანკოტაძე (ბათუმის დინამო), ივანე ხაბელაშვილი (გაგრა). თავისუფალი აგენტები გახდნენ: ლაშა კალანდაძე, გოჩა კვარაცხელია, ზურაბ ჯაფიაშვილი, არჩილ მაქაცარია, ანდრო ნემსაძე, აკაკი ყურაშვილი, გიორგი პაპუაშვილი და დავით სვანიძე.

კლუბში მოვიდნენ: ლევან ხმალაძე (ლაკატამასია), გურამ მინდოდაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი (რუსთავი), ენვერ ლილუაშვილი (თბილისის დინამო), გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია), ცოტნე სამუშია (ზუგდიდი), მიხეილ მუჯრიშვილი (დილა), ალექსანდრე გურეშიძე (კოლხეთი), გიორგი ბერიაშვილი (ტორპედო), ლაშა ლეჟავა (ცხინვალი)

ტესტ-მატჩები
ბოლნისურ კლუბს უცხოეთში შეკრება არ ჰქონია და საქართველოში მყოფ კლუბებთან გამართა ამხანაგური მატჩები. შედეგები ნაკლებად დამაიმედებელია, რადგან კლუბმა საკმაოდ ბევრი მატჩი დათმო ეროვნული ლიგა 1-ის და 2-ის გუნდებთან. ხოლო კლუბს ამხანაგურ მატჩებში ჯერჯერობით გამარჯვება არ ჰქონია.

პირველი შეხვედრა "დილასთან" გამართეს და 2:4 დამარცხდნენ. კლუბი გორელებს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ეთამაშა.

მოულოდნელი იყო ბოლნისელების მარცხი "თელავთან" 1:3, რადგან კახური კლუბი წელს აღზევდა ეროვნულ ლიგა 2-ში და არც ისე გაძლიერებულა, რომ "სიონი" ასე დაემარცხებინა.

ბოლნისის "სიონი" დამარცხდა "გაგრასთანაც" -1:0, თუმცა ამ შემთხვევაში ფრე იქნებოდა, რომ არა სანდრო გურეშიძესა და თორნიკე ზარქუას შეუთანხმებელი მოქმედება. კერძოდ, გურეშიძემ ბურთი გაუგორა მეკარეს, ზარქუამ კი ვერ მიუსწრო.

ასევე ფრედ დაასრულა კლუბმა შეხვედრა "შევარდენთან" - 0:0 და "ლოკომოტივთან" 2:0 მარცხი იწვნია.

დასკვნა
"სიონი" ამ შემადგენლობით ლიგის აუტსაიდერი იქნება და ძალიან გაუჭირდება ეროვნული ლიგის კლუბებისთვის მეტოქეობის გაწევა. კლუბი აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას. წინააღდეგ შემთხვევაში, ისინი უშანსოდ იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული