ფეშენებელური სასტუმროები და გარემო: სად და რა ფასში გადიან შეკრებას ქართული კლუბები?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის კლუბებმა და არამარტო, შეკრებები დაიწყეს და ყველა ერთხმად თურქეთში ანტალიის პროვინციაში სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდნენ. თბილისის "დინამომ" უკვე ერთი დაასრულა და მალე მეორე შეკრებას დაიწყებს.

რატომ ირჩევენ ბოლო პერიოდში ქართული კლუბები ანტალიას? ეს სიახლოვესთან ერთად ფასებითაცაა განპირობებული, ანტალიაში ამ პერიოდში საკმაოდ ძალიან დაბალი ფასებია. ამავდროულად შეკრებისთვის ყველანაირი პირობები აქვთ შექმნილი.

მთავარი პრობლემა, რაც ანტალიას ახასიათებს ეს ამხანაგური მატჩების მეტოქეებია, წამყვანი და საშუალო კლუბები უფრო სხვა ტერიტორიებს არჩევენ.

თუმცა ამ პერიოდში თურქეთში 2000-მდე საფეხბურთო კლუბი არის გადანაწილებული სხვადასხვა ქალაქში, რა თქმა
უნდა ეს როგორც პროფესიონალური გუნდები არიან, ასევე საბავშვო და მოყვარულთა გუნდები. ადგილობრივი "ტრეინინგ კემპები" კი ეხმარებიან სასურველი მეტოქის მოძიებაში.

მოდით უფრო კარგად გაგაცნობთ ჩვენი კლუბების სავარაუდო ხარჯსა და ადგილებს სადაც ისინი იმყოფებიან.

ქუთაისის "ტორპედო"

პირველი საქართველოს ჩემპიონით დავიწყებთ, როგორც ცნობილი გახდა კლუბის გვერდიდან ანტალიაში ლარაში სასტუმრო "ტიტანიკში" დაბინავდნენ, კლუბმა 4 შეხვედრა დაგეგმა და ორ კვირას დაჰყოფს იქ.

სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, აქვს ოლიმპიური და არაოლიმპიური აუზები, სატრენაჟორო დარბაზი და 4 ფიფას სტანდატების სავარჯიშო მოედანი ტრიბუნებით. ასევე ყველანაირი საფეხბურთო აღჭურვილობა სავარჯიშოდ და მოსამზადებლად.

ერთი ადამიანის ღირებულება დღეში საშუალოდ 55 ევრო ღირს, დაახლოებით 30 კაცი კი 23 550 ევრო ჯდება - ჩვენს ფულზე 70 000 ლარი.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

თბილისის "დინამო"

"დინამო" ანტალიაში ქალაქ სიდეში გაემგზავრა და არჩევანი "კამელიას" სასტუმროზე გააკეთა. "დინამომ" 4 მატჩი გამართა და 2 კვირა დაჰყო ადგილზე.

სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, აქვს ფიფას სტანდარტების სამი საფეხბურთო მოედანი ზღვასთან ახლოს, ყველა სახის საფეხბურთო აღჭურვილობა, სატრენაჟორო დარბაზი, 5 სხვადასხვა სახის აუზი, სპა და ველნეს ცენტრები.

სამწუხაროდ ვერ შევძელით ფინანსური დეტალების გარკვევა, მაგრამ დაახლოებით თბილისელებს ერთი ადამიანი 70 ევრომდე უნდა დაჯდომოდათ დღეში.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

თურქულ შეკრებას გადის "სამტრედია", "რუსთავი" და "საბურთალო", თუმცა გარდა იმისა რომ ანტალიაში იმყოფებიან, ზუსტ ლოკაციაზე ინფორმაცია არ უწერიათ.

საჩხერის "ჩიხურა"
საჩხერის "ჩიხურაც" სიდეში გაემგზავრა და სასტუმრო "სუენოში" დაბინავდა.

სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, აქვს ორი ფიფას სტანდარტების სავარჯიშო მოედანი თავისი აღჭურვილობით, ღამის განათება და ა.შ. ტრენაჟორები და ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის აუზები.

სამწუხაროდ ამ ტრეინინგ კემპის ფასზეც ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, მაგრამ დაახლოებით ერთი ადამიანი ღამეში 70 ევრო უნდა დაჯდომოდა "ჩიხურას".

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge


სტატიის მე-2 ნაწილში შემოგთავაზებთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების შეკრებების შესახებ და იმ კლუბების, რომლებზე ჯერაც არ გვაქვს ინფორმაცია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თვალს მაინც გაიტეხენ და გაიგებენ ვინ როგორ ცხოვრობს
ebbe sandi
15:50 15-02-2018
0
ფედერაციის და ბიუჯეტის თანხების გამოყენება რომ აუკრძალონ ამ "გულაობაში" არ შეიძლება??? თუ თავიანთი ფული აქვთ - კი ბატონო, სადაც უნდათ იქ წავიდნენ, მაგრამ, ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები, რომ თურქეთში ფლანგონ .....
lasha
10:15 13-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული