ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლევან სალუქვაძე თბილისის "დინამოში" აღარ მუშაობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე დედაქალაქურ კლუბში აღარ მუშაობს. ამის შესახებ სალუქვაძემ Sportall.ge-ს განუცხადა.

სალუქვაძეს კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრის თვეში დაუმთავრდა და ურთიერთშეთანხმებით აღარ გაგრძელდა, დაწყებული საქმეები კი იანვარში მან ბოლომდე მიიყვანა.

სალუქვაძე კვლავ იმუშავებს "სილკ ტვ"-ში, სადაც სპორტული მიმართულების პროდიუსერია. მისივე თქმით, იგი თბილისის "დინამოს" გულშემატკივრად რჩება და მზად არის, თუ როდისმე კლუბს დასჭირდება, სრულიად უსასყიდლოდ და კონტრაქტის გარეშე დაეხმაროს.