"საბურთალო" "ილიჩევეცს" ამხანაგურ მატჩში დაუზავდა

AutoSharing Option
8 თებერვალს თბილისის "საბურთალომ" თურქეთში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ქართული გუნდის მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, მარიუპოლის "ილიჩევეცი" იყო.  შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველი ნახევარი საბურთალოელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. ლუკა ლაკვეხელიანის საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა.

მანამდე კი გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე გორგიაშვილს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადაევლო კარს. ერთხელაც გიორგი კოხრეიძეს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ უკრაინელები ხარიხამ გადაარჩინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი გაშვებულ გოლს თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც ახლოდან დარტყმული
ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქემ გაათანაბრა - გოლი ტიშენკომ გაიტანა. თუმცა, რამდენიმე წუთში თორნიკე გორგიაშვილმა მარჯვენა ფეხით შედეგიანი დარტყმა განახორციელა - 2:1. ისე მოხდა, რომ უკრაინელებმა მეორედ გაათანაბრეს ანგარიში - "მარიუპოლის" შემადგენლობიდან თავით კარაბენკომ გაიტანა. დარჩენილ დროში "საბურთალოს" რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გურამ გოშთელიანი, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა აწუხებდა. ამპლუით ფორვარდმა მინდორზე 27 წუთი დაჰყო.

მორიგ შეხვედრას საბურთალოელები ხვალ, 9 თებერვალს გამართავენ.

საბურთალო - ილიჩევეცი 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (38), 1:1 ტიშენკო (48), 2:1 გორგიაშვილი (54), 2:2 კარაბენკო (56).

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, რეხვიაშვილი (ჯინჯოლავა 75), ლაკვეხელიანი (ჩაბრაძე 68), ელვინ ტერა (გოშთელიანი 63), გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე (დიასამიძე 46).

მარიუპოლი: გალჩუკი, ნეპლიანი, ნასონოვი, ბელი, გაფატი, კოლტსოვი, ტიშენკო, პიხალენოკი, კორობენკო, რადჩენკო, დედეჩკო.

მომზადებულია "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული