"საბურთალოსა" და "სტალის" მატჩში 6 გოლი გავიდა

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" მეორე შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის "სტალთან" გამართა. შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელმაც ტექნიკური დარტყმით მოათავსა ბურთი კარში. ამის შემდეგ თბილისელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა, მაგრამ სახიფათო მომენტი მეტოქის მცველებმა განმუხტეს. 30-ე და 32-ე წუთებზე უკრაინელებმა ორჯერ გაიტანეს - გამათანაბრებელი გოლი ტიაგო რომულომ გაიტანა, ხოლო წინ მაქსიმ ზადერკამ გაიყვანა თავისიანები.

მეორე ტაიმი ქართულმა გუნდმა სხვა შემადგენლობით დაიწყო. 90-90 წუთი მხოლოდ გიორგი კოხრეიძემ და ბექა ქურდაძემ ითამაშეს.

გამათანაბრებელი გოლი გეგა დიასამიძის საჯარიმოს სიახლოვესთან
წაქცევას მოჰყვა - ტექნიკურად კი ჯარიმა ლუკა ლაკვეხელიანმა შეასრულა, 2:2.

მალევე საბურთალოელებმა წინ გასვლაც მოახერხეს - გიორგი კოხრეიძემ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარე პენკოვს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იური კლუმჩუკმა საბოლოო შედეგი, 3:3 დააფიქსირა.

საბურთალო (პირველი ტამი): ქურდაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, ელვინ ტერა, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, მალი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე, ტატანაშვილი.

სტალი: პენკოვი, ებერტი, ოშჩუპკო, ჟონატანი, მესხი, იაკუმოვი, კოსტენკო, კოპუტოვი, ზადერაკა, რომულო, კნუში.

საბურთალო-სტალი 3:3
გოლები: 1:0 კოხრეიძე (15), 1:1 რომულო (30), 1:2 ზადერაკა (1:2), 2:2 ლაკვეხელიანი (77), 3:2 კოხრეიძე (84), 3:3 კლუმჩუკი (90).

დედაქალაქური კლუბი თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს, უკრაინის უმაღლესი ლიგის მეშვიდეადგილოსან "მარიუპოლთან" გამართავს.

მეორე დღეს კი სერბეთის პირველი ლიგის პირველადგილოსან ვრანის "დინამოს" დაუპირისპირდება.

13 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პოლონეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსან "რაკუვთან" მოსინჯავენ ძალებს.

მომზადებულია "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ საბურთალოს
ასევე
13:54 07-02-2018
0

სიახლეები პოპულარული