ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ზაალ ჩაჩავა: ლეგიონერებს დავიმატებთ და "ტორპედო" ევროთასებისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონმა "ტორპედომ" პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა კლუბის სიახლეების შესახებ.


- ახალი გენერალური სპონსორის ყოლა ჩვენთვის დიდი ნაბიჯია. ყველა სხვა გუნდსაც გზა გავუხსენით იმისთვის, რომ სხვა წარმატებულ კომპანიებთან შეძლონ კონტაქტის დამყარება.

მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ არ ვჩერდებით და ეს არ არის მაქსიმუმი.

ჩვენ ვარემონტებთ საფეხბურთო ბაზას, 2018 წელს გვექნება აკადემია და შევძლებთ ადგილობრივი ახალგაზრდების შენარჩუნებას.  მინდა აუცილებლად გითხრათ, რომ ახალ სეზონში ლეგიონერები გვეყოლება. ჩვენ შევინარჩუნეთ ბირთვი და კიდევ რამდენიმე
ფეხბურთელი დავიმატეთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის მუნიციპალეტს, ფეხბურთის განვითარების ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, ბიჭებს და მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატებული ჩვენთვის.

- თქვენ ახსენეთ ლეგიონერები, რომლებიც გუნდში ისინჯებიან. ვისზეა საუბარი?

- ერთი ცენტრალური მცველია და ერთიც თავდამსხმელი. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას, ქართველები უკვე დავიმატეთ და ვნახოთ.

- ქუთაისის "ტორპედო" გაჩემპიონების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იქნება. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობას ძალუძს ღირსეულად გამოსვლა?
- ახლა ლეგიონერებს დავიმატებთ და უკვე მზად იქნება გუნდი, რომ შესარჩევი ეტაპი ითამაშოს. ამ დროისთვის გუნდი ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული, ხოლო როცა საბოლოოდ შეივსება, მაშინ შევძლებთ წარმატებისთვის ბრძოლას.

- ამ შემადგენლობით, რა იქნება თქვენი შეფასებით მაქსიმუმი, ფიქრობთ თუ არა ევროპა ლიგაზე?

- რამდენიმე ეტაპი გვინდა, რომ გავიაროთ. ძალიან გვინდა ევროპა ლიგის ჯგუფში გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ