ზაალ ჩაჩავა: ლეგიონერებს დავიმატებთ და "ტორპედო" ევროთასებისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონმა "ტორპედომ" პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა კლუბის სიახლეების შესახებ.


- ახალი გენერალური სპონსორის ყოლა ჩვენთვის დიდი ნაბიჯია. ყველა სხვა გუნდსაც გზა გავუხსენით იმისთვის, რომ სხვა წარმატებულ კომპანიებთან შეძლონ კონტაქტის დამყარება.

მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ არ ვჩერდებით და ეს არ არის მაქსიმუმი.

ჩვენ ვარემონტებთ საფეხბურთო ბაზას, 2018 წელს გვექნება აკადემია და შევძლებთ ადგილობრივი ახალგაზრდების შენარჩუნებას.  მინდა აუცილებლად გითხრათ, რომ ახალ სეზონში ლეგიონერები გვეყოლება. ჩვენ შევინარჩუნეთ ბირთვი და კიდევ რამდენიმე
ფეხბურთელი დავიმატეთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის მუნიციპალეტს, ფეხბურთის განვითარების ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, ბიჭებს და მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატებული ჩვენთვის.

- თქვენ ახსენეთ ლეგიონერები, რომლებიც გუნდში ისინჯებიან. ვისზეა საუბარი?

- ერთი ცენტრალური მცველია და ერთიც თავდამსხმელი. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას, ქართველები უკვე დავიმატეთ და ვნახოთ.

- ქუთაისის "ტორპედო" გაჩემპიონების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იქნება. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობას ძალუძს ღირსეულად გამოსვლა?
- ახლა ლეგიონერებს დავიმატებთ და უკვე მზად იქნება გუნდი, რომ შესარჩევი ეტაპი ითამაშოს. ამ დროისთვის გუნდი ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული, ხოლო როცა საბოლოოდ შეივსება, მაშინ შევძლებთ წარმატებისთვის ბრძოლას.

- ამ შემადგენლობით, რა იქნება თქვენი შეფასებით მაქსიმუმი, ფიქრობთ თუ არა ევროპა ლიგაზე?

- რამდენიმე ეტაპი გვინდა, რომ გავიაროთ. ძალიან გვინდა ევროპა ლიგის ჯგუფში გასვლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
tanamedroveobis taglitebi..au manaxet erti am kacis boznesi ritac archens klubs?ajarabetio blefi gamodga..es rom kofiliko,konkurents kristal bets xom ar daaslosorebiebda klub?cnobistvis Mxolod 50 atasi larit daafinansa.jer girebuli fexburteli amat ar moukvaniat,esec da chxetianic igblis buketebi arian,adre shekrebili bichebit shekmnil gundi kargia magram ver vxedav nichs da perspektivas es bichebi rom cavlen ra ikneba?isev didi krizisi...aba am kacs(chachava)gatvlebi mxolod kazinoshi magidastan aakvs!
Simartle
17:06 02-02-2018
1
სანამ ფედერაცია ხალხის ფულებით დააფინანსებს ტორბედოს,მანამ იქნება ეს პრეზიდენტი.სად გაგონილა ხალხი (სახელმწიფო) შენს გუნდში 5 მილიონს დებდეს და მეპატრონე მხოლოდ ნახევარ მილიონს.ასე ყველა შეიძენს გუნდს.ესაა ბატონი ჩაჩავას ნამდვილი სახე. "რამდენიმე ეტაპი გვინდა, რომ გავიაროთ. ძალიან გვინდა ევროპა ლიგის ჯგუფში გასვლა" აქეთ დაგვცინის ხალხნო!
mamulo
00:37 02-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული