საჩხერის "ჩიხურამ" თურქული შეკრება და ამხანაგური მატჩები დაგეგმა

AutoSharing Option
საქართველოს თასის მფლობელმა საჩხერის "ჩიხურამ" თურქული შეკრება და ამხანაგური მატჩები დაგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იგეგმება ასევე რამდენიმე ლეგიონერის დამატება.

ამ დროისათვის გუნდი შემდეგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული:

დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე, შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ბაქარ მირცხულავა
დავით მაისაშვილი (მერანიდან), ლაშა ჩიკვაიძე, რევაზ ჩიტეიშვილი (ლოკომოტივიდან), ნიკოლოზ გაბაძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედიიდან), გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ბუხაიძე (კოლხეთიდან).

"ჩიხურა" ივანწმინდაში განაგრძობს მზადებას. 5 თებერვალს გუნდი თურქეთში გაეგზავრება და 4
ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

"ჩიხურას" სპარინგ-პარტნიორები იქნებიან:

09.02 ლევადია (ესტონეთი)
12.02 პოდბესკიძიე (პოლონეთი)
15.02 კაისერი (ყაზახეთი)
18.02 ობოლონი (უკრაინა)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული