ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედო": ახალი ლოგო და ახალი ფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონმა "ტორპედომ" პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა კლუბის სიახლეების შესახებ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მომავალ სეზონს ახალი ლოგოთი, ახალი სათამაშო ფორმით და ახალი საიტით (fctorpedo.ge) ხვდება. ამავდროულად, მომავალ სეზონში კლუბს ექნება online ტელევიზია.

უახლოესს 2-3 თევში ქუთაისში გაიხსნება "ფანშოპი", რომელშიც კლუბის ბრენდირებული პროდუქცია გაიყიდება.

  • რა გაიყიდება ქუთაისის ტორპედოს მაღაზიაში


ქუთაისის "ტორპედოს" ეს ლოგო 2001-02 წლების სეზონში ჰქონდა და 2018 წლის სეზონიდანაც კლუბის სიმბოლო იქნება.

  • ქუთაისის ტორპედოს ახალი ლოგო

2018
წლიდან საქართველოს ჩემპიონი ახალი ეკიპირებით შეიმოსება, კლუბს დაუბრუნდება თავისი ისტორიული ფერი შავი და თეთრი.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "ტორპედოს" ღირსებას დაიცავენ:

  • საჩხერის "ჩიხურადან" ნახევარმცველი - მიხეილ სარდლიშვილი
  • გორის "დილადან" ნახევარმცველი - თენგიზ წიქარიძე
  • ტყიბულის "მეშახტედან" მეკარე - ტარიელ ხაინდრავა

ასევე ცნობილია, რომ კლუბში 2 ლეგიონერი გადის შემოწმებას.

ქუთაისის "ტორპედო" 4 თებერვალს თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ