"საბურთალომ" მოსამზადებელ შეკრებაზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ამხანაგური მატჩი "საბურთალოსა" და რუმინულ "სეპსის" შორის, რომელიც ქალაქ სიდეში შედგა. მთლიანობაში მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

"საბურთალო" პირველ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს, ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ პლოვდივის "ბოტევთან" გამართავს.

"საბურთალოს" შემადგენლობა "სეპსისთან":

პირველი ტაიმი:
ქურდაძე, მალი, ცნობილაძე, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ვაგნერი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი.
მეორე ტაიმი:
სომხიშვილი, იაშვილი, გრიგალაშვილი, ცნობილაძე (ჯინჯოლავა 61), ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი (ხარაიშვილი 71), მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ტატანაშვილი, ვაგნერი (გვარაძე 61), ვოლკოვი (მალი 61).

მომზადებულია
"საბურთალოს" FACEBOOK-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული