ეროვნული ლიგა 3 კვირის შემდეგ - უკვე 62 ტრანსფერი, მათ შორის, ლეგიონერები...

AutoSharing Option
თუ წინა ორი კვირის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ტრადიციული სატრანსფერო კარუსელი მიმდინარეობდა, ამჯერად ლიგას ახალი ფეხბურთელებიც შემოემატნენ.

სამი კვირის შემდეგ კლუბების ნამატი 62 ფეხბურთელია და ერთი კვირა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

"სამტრედიას" უკვე 11 ახალი ფეხბურთელი ჰყავს და სატრანსფერო სიას ლიდერობს.

  • კლუბში მოვიდნენ: მალაიზიის პკნპ-იდან ვინსენტ - ლუკას ვეილი, ივან ფატიჩი - მაკედონიური "შკუპიდან", ვასიკო ბაჩიაშვილი - ზალგირისის "კაუნოდან", გორის "დილადან" - დავით კირკიტაძე, გივი კარკუზაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი განუგრავა, "შუქურადან" - რომა ჩაჩუა, "კოლხეთიდან" - შოთა კერძევაძე, "ლიეპაიადან" - გიორგი
    ერისთავი, "სიონიდან" - საბა აღდგომელაშვილი და გივი ზარქუზაშვილი.

10 ფეხბურთელი დაიმატა დებიუტანტმა "რუსთავმა".

  • კლუბში მოვიდნენ: მიხეილ გორელიშვილი, "შუქურადან" - ირაკლი კლიმიაშვილი, "დილადან" - გიორგი პაპავა, თბილისის "დინამოდან" - ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე, ლევან გეგეჭკორი; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია და ოთარ მარცვალაძე.

სერიოზული ცვლილებებია და უკვე 9 ფეხბურთელი დაიმატა გორის "დილამ":

  • კლუბში მოვიდნენ: ჩეხური "ზბროიოკა ბრვნოდან" - ალვინ ფორტესი, თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, მიკოლა კოვტალიუკი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე, "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ჰეიფორდ ადიეიც.

8 ახალი ფეხბურთელი ჰყავს ბოლნისის "სიონს":

  • კლუბში მოვიდნენ: "დილადან" - მიხეილ მუჯრიშვილი, "რუსთავიდან" - გურამ მინდორაშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ლეჟავა, "ზუგდიდიდან" - ცოტნე სამუშია, "ლაკატამიასიდან" - ლევან ხმალაძე, "სამტრედიიდან" - გიორგი დათუნაიშვილი, "ტორპედოდან" - გიორგი ბერიაშვილი, "კოლხეთიდან"- ალექსანდრე გურეშიძე.

"საბურთალოში" 6 ახალი ფეხბურთელია.

  • კლუბში იასპარეზებენ: ვაგნერ გონსალვესი - "კერლ ბრიუგედან" დაბრუნდა იჯარით, ბათუმის "დინამოდან" - თემურ ჩოგაძე, "ლოკომოტივიდან" - გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი, "შუქურადან" - გიორგი სომხიშვილი.

ამ კვირაში იაქტიურა ფოთის "კოლხეთმაც". ზღვისპირელებმა 5 ფეხბურთელი დაიმატეს:

  • ნოვგოროდის "ოლიმპიეციდან" - ვლადიმერ გოგბერაშვილი, ბათუმის "დინამოდან" - ზურაბ არზიანი, "გურიიდან" - ანდრეი პოლტავსტევი, თავისუფალი აგენტები - პეტერსო კაბორე და ირაკლი ჩეჟია.

4 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს":

  • "შევარდენიდან" - ოთარ კობახიძე, "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.

თბილისის "დინამოში" 4 ახალი მოთამაშეა:

  • "ესბიერგიდან" - ბუდუ ზივზივაძე, "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ქოჩლაძე და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.

"ჩიხურაში" 3 ნამატია:

  • "კოლხეთიდან" - გიორგი ბუხაიძე, "მერანიდან" - დავით მაისაშვილი და "სამტრედიიდან" - თეიმურაზ მარკოზაშვილი.

ეროვნული ლიგის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ჯერაც პასიურობს და მხოლოდ 2 ნამატი აქვს:

  • "ჩიხურადან" - მიხეილ სარდალიშვილი და "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული